2017-11-19 17:55:20
ყველა ვადა ამოიწურა! საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა უნდა გადადგეს! - ნიკა გვარამია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა უნდა გადადგეს! - ამ განცხადებას, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აკეთებს. გვარამია კიევში დაკავებული ქართველების, მათ შორის "რუსთავი2"-ის ოპერატორის დეპორტაციასთან დაკავშირებით, განცხადებას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს და წერს, რომ საზოგადოება მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას უკვე სამი დღეა უშედეგოდ ელოდება. საგარეო საქმეთა სამინისტრო კი განცხადებას ამ დრომდე არ ეკთებს. 

"რამდენიმე დღეა მოთმინებით ველოდებით უკრაინაში გატაცებული რ2ის თანამშრომლის, კიევის ბიუროს ოპერატორის, თამაზ შავშიშვილის შესახებ რაიმე ცნობას საქართველოს შესაბამისი სამსახურებიდან. 
ყველა ვადა ამოიწურა. საგარეო საქმეთა სამინისტროს უპასუხისმგებლობა და, სავარაუდოდ, უკრაინის ბანდიტურ ხელისუფლებასთან დანაშაულებრივი კავშირი საქართველოს მოქალაქის ინტერესების საზიანოდ, სახეზეა. 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia ხელმძღვანელობა უნდა გადადგეს!,"-წერს ნიკა გვარამია. 

ამავე თემაზე