2017-11-18 00:11:39
თავზე ჩამოცმული ტომრები - პოროშენკოს უკრაინა

უკრაინაში მებრძოლი სამხედროს ვანო ნადირაძისა და ოპერატორ თემურ შავშიშვილის  გატაცებისა და უკრაინიდან შესაძლო გამოდეპორტების გამო საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მწვავე შეფასებებს ელოდება ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.

დეკანოიძე ამბობს, რომ პოროშენკო იანუკოვიჩის მეთოდებით მოქმედებეს და ეს მას ძალიან ძვირად დაუჯდება.

,,ძალიან სამწახუროა იმ მეთოდების გამოყენება, რომელიც ხდებოდა იანუკოვიჩის დროს, ადამიანის მოტაცება და გატაცება. ყოველგვარი პროცედურების გარეშე დეპორტაცია. შესაბამისად, ამ ყველაფერს მოყვება  ყველა ის რეაქცია რაც უნდა მოყვეს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

ყველაფერს აკეთებს უკრაინის ხელისუფლება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდნეტს გამოაცალოს ყველა ადამიანი, რომელიც მასთან შემხებლობაში არის.  ეს უღირსი საქციელია და ეს არ არის თამაში ამას მოყვება სერიოზული რეაქციები“- განაცხადა დეკანოიძემ ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას.

 

ამავე თემაზე