დაკითხავს თუ არა ბაღების სააგენტოს ყოფილ უფროსს პროკურატურა?
2017-11-15 00:14:39 · ამობეჭდვა

თორდინავას მხოლოდ თანამდებობიდან გათავისუფლება საკმარისი არ არის, მან პასუხი უნდა აგოს კანონის მთელი სიმკაცრით -აცხადებს საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას. მისი თქმით, თორდინავა ბაღების სააგენტოში მისი დანიშვნის დღიდან მის დაქვემდებარებაში მყოფი ბაღების თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით დევნას ეწეოდა. ,

,თორდინავას სახელთან დაკავშირებულია პოლიტიკური დევნა. მან ბაღების სააგენტოში დანიშვნის შემდეგ ასობით ბაღის თანამშრომელი და ათობით დირექტორი გაათავისუფლა პოლიტიკური ნიშნით. ერთ-ერთი პირველი 169-ე ბაღის დირექტორია, რომელთან მიმართებაშიც სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომ ის უკანონოდ იყო გათავისუფლებული და ფიქრია ჩახნაშვილი დაუყოვნებლივ უნდა აღადგინონ სამსახურში. ასევე არის ძალიან ბევრი ბაღის დირექტორი, რომლებსაც უკანონოდ გათავისუფლების გამო სასამართლო დავა აქვს დაწყებული. დასრულდა პატარა ლილოს ბაღის დირექტორის პროცესიც და ისიც უნდა აღადგინონ. ეს ყველაფერი ადასტურებს რომ ეს ადამიანები პოლიტიკური ნიშნით გაათავსიუფლეს და თორდინავა პოლიტიკურ დევნაზე იყო ორიენტირებული. ის დირექტორებად, მათ მოადგილეებად ნიშნავდა მხოლოდ ქართული ოცნების აქტივისტებს. წინასაარჩევნო პერიოდში კი ვნახეთ, როგორ იყენებდა ბაღის დირექტორებს. საბოლოო ჯამში, ჩვენ შევიტანეთ პროკურატურაში განცხადება, სადაც მოვითხოვეთ გასაჯარეოებული ვიდეოს შესწავლა, რომელ ვიდეოშიც ჩანს სავარაუდო სისიხლის სამართლის დანაშაული. ვიდეოდან ასევე ჩანს, რომ ამ დანაშაულის შესახებ თორდინავას სრული ინფორმაცია ჰქონდა. მას არათუ რეაგირება არ მოუხდენია დაფარა დანაშაული. ამიტომ მისი გადადგომით არ უნდა დამთავრდეს, უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. თორდინავამ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი. ის მანიპულირებდა, ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით დევნიდა, პოლიტიკური ნიშნით არჩევდა თანამშრომლებს, ჩადიოდა სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულს ამ ყველაფერს ჩქმალავდა, მალავდა და რა თქმა უნდა ამ ყველაფრის ფონზე მხოლოდ მისი თანამდებობიდან წასვლა არ იქნება საკმარისი,“ - აცხადებს ხაბეიშვილი ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას.





გაზიარება და მოწონება