გახარიას ერთადერთი დამსახურება ბიძინა ივანიშვილის ნდობის მანდატია - სალომე სამადაშვილი (ვიდეო)
2017-11-14 22:40:24 · ამობეჭდვა

რა ლოგიკით ვუშვებთ შს მინისტრად ადამიანს, რომელსაც აქვს ბიზნესი რუსეთში - ეს განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში გააკეთა. გადაცემა "არჩევანში" სამადაშვილი სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას არ გააჩნია არანაირი პოლიტიკური გამოცდილება, რომელიც შეიძლება აღნიშნულ პოსტზე ჩაითვალოს. სამადაშვილის განცხადებით, გახარიას ერთადერთი დამსახურება ბიძინა ივანიშვილის ნდობის მანდატია.





გაზიარება და მოწონება