ევაკუაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში- სამართალდამცველები ბომბს ეძებენ
2017-11-14 19:22:18 · ამობეჭდვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" თვითმხილველებმა აცნობეს. გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტში ბომბს ეძებენ.

როგორც "რუსთავი 2-ს" აცნობეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე საეჭვო ჩანთის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა. ამ დროისთვის ორივე ტერმინალში ევაკუაციაა გამოცხადებული.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

წყარო:რუსთავი 2





გაზიარება და მოწონება