„ჯეჯელავა გათავისუფლებული კი არა, დასასჯელია...აგულაშვილი დასაჭერია...ქართული "ცე-ერ-უ" შედის სუს-ის შემადგენლობაში, რაც ასევე არ არის სწორი“
2017-11-14 18:23:10 · ამობეჭდვა

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა სამთავრობო ცვლილებები შეაფასა და განაცხადა, რომ პრემიერმა თანამდებობები იმ მინისტრებს დაატოვებინა, ვის გადადგომასაც მისი პარტიის წევრები უკვე მეორე თვეა ითხოვენ. ირმა ინაშვილის განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე მთავრობის მეთაურის პოსტს გიორგი კვირიკაშვილი არ დატოვებს.

„ჯეჯელავა გათავისუფლებული კი არა, დასასჯელია განათლების სისტემის განადგურების და თეატრალიზაციისათვის. აგულაშვილი მხოლოდ მოსახსნელი კი არა, დასაჭერია არჩევნების არა ერთგზის გაყალბებისთვის. შინაგან საქმეთა მინისტრი არჩევნებში გამოწურეს და ახლა გაათავისუფლეს, თან სხვა სამსახურში გადაიყვანეს. თუ იქ არ ვარგოდა, სხვაგან როგორ ივარგებს. საერთოდ, საგანგებო სიტუაციების მართვა, მაგალითად ხანძართან ბრძოლა, უსაფრთხოების და კრიზისების მართვა კი მაგალითად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ნათელია, რომ ამ ორი უწყების შერწყმა არ არის სწორი. საგარეო დაზვერვის სამსახური, ანუ ქართული "ცე-ერ-უ" შედის სუს-ის შემადგენლობაში, რაც ასევე არ არის სწორი,“ - აცხადებს ირმა ინაშვილი.





გაზიარება და მოწონება