ერთი დოლარი 2.6830 ლარი, ერთი ევრო 3.1437 ლარი - ლარის ახალი ოფიციალური კურსი
2017-11-14 17:24:12 · ამობეჭდვა

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად დაეცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6538 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0292 ლარი შეადგინა. ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა, მისი კურსი 3.1437 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0904 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.





გაზიარება და მოწონება