ლუკაშენკო თბილისში ჩამოდის
2017-11-14 16:02:04 · ამობეჭდვა

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მომავალი წლის პირველ ნახევარში თბილისს ეწვევა. ამის შესახებ ცნობილი გახდა ლუკაშენკოსა და ბელორუსში საქართველოს ელჩის, დავით კოტარიას შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა გამოსამშვიდობებლი იყო. კოტარია ბელორუსში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

"მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს პრეზიდენტს , მთავრობას საქართველოში მოწვევისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიზიტი იქნება სასარგებლო და შთამებეჭდავი იმისთვის, რომ ქართველმა და ბელორუსმა ხალხმა არ თქვან, რომ ჩვენი შეხვედრები მხოლოდ ცერემონიული ხასიათისაა" განაცხადა შეხვედრაზე ლუკაშენკომ.

ლუკაშენკო საქართველოში ოფიციალური ვიზტით 2015 წლის 23 აპრილს იმყოფებოდა.





გაზიარება და მოწონება