გლდანის დეპუტატმა საკრებულოს "ჩაბურული" დარბაზი დაიწუნა
2017-11-14 14:15:08 · ამობეჭდვა

გლდანის მაჟორტარმა დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან" გულია გოცირიძემ თბილისის საკრებულოს პირველივე სხდომაზე, საკრებულოს დარბაზი დაიწუნა. გოცირიძე ამბობს, რომ ის ძალიან "ჩაბურულია".

"მე შემომაქვს ასეთი საკითხი, რომ ჩვენი ისტორიული, ძალიან ლამაზი სხდომათა დარბაზი გამოირჩევა თავისი არქიტექტურით, ჩუქურთმებით, ძალიან ლამაზი ფერთა გამაა. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ მეჩვენება, რომ ძალიან ჩაბურულია დარბაზი, არ გეჩვენებათ ეს ყველას?", - განაცხადა გულია გოცირიძემ, რომელსაც სიტყვა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ შეაწყვეტინა და მიმართა, რომ ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრონ.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე