ოპოზიციის დადგმულ შოუებში მონაწილეობას არ მივიღებთ- საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
2017-11-14 13:43:09 · ამობეჭდვა

თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ ისინი კონსტრუქციული მუშაობისთვის მზად არიან, მაგრამ ოპოზიციის დადგმულ შოუებში მონაწილეობას არ მიიღებენ:

”ჩვენ მზად ვართ ყოველთვის ჯანსაღი ოპონირებისთვის, მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე ვიმუშაოთ. ყველა დეპუტატი მონაწილეობს კომისიების მუშაობაში. მინდა მივულოცო ბატონ გიორგი ტყემალაძეს. ის არის ძალიან გამოცდილი კადრი. ვულოცავ ოპოზიციასაც, მაგრამ მათი ნებაა მხარს დაგვიჭერენ თუ არა. ჩვენ მზად ვართ კონკრეტულ საკითხებზე ვიმუშაოთ კონსტრუქციულად, მაგრამ დადგმულ შოუებში მონაწილეობას არ მივიღებთ”, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.





გაზიარება და მოწონება