სტუდენტური პროტესტი და შიმშილობის აქცია ერევანში
2017-11-14 13:13:44 · ამობეჭდვა

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მეორე დღეა სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სტუდენტთა ნაწილი იმ კანონის მიღებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც სტუდენტებს უფლება აღარ ექნებათ სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდნენ.

ხუთმა სტუდენტმა დღეს პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის აუდიტორიაში შიმშილობა დაიწყო.

აქციაში მონაწილე სტუდენტები მედიასთან და სხვა სტუდენტებთან ურთიერთობაზე უარს აცხადებენ შიმშილობის აქციის დაწყებამდე კი მატ განაცხადეს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას საზოგადოების ყურადღების მისაქცევად გამართეს.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე