შპს “სოლვა” და “ ჯი პი აი ჰოლდინგი” სწრაფი ონლაინ სამომხმარებლო სესხის მიღების მსურველებს სიცოცხლის დაზღვევას სთავაზობენ
2017-11-06 18:05:29 · ამობეჭდვა

2017 წლის 6 ნოემბრიდან შპს “სოლვა” საკუთარ მომხმარებელს ახალ პროდუქტს - სიცოცხლის დაზღვევას სთავაზობს. დღეიდან მომხმარებელს საშუალება ექნება სესხის მიღებასას შეიძინოს “ჯი პი აი ჰოლდინგი” სიცოცხლის ნებაყოფლობითი დაზღვევა. შპს “სოლვა” სწრაფი ონლაინ სესხების კომპანიაა, რომელიც ახალ პროდუქტს სთავაზობს ონლაინ სამომხმარებლო სესხების ქართულ ბაზარს. პროდუქტის ღირებულება განისაზღვრება სესხის ოდენობის და ვადის შესაბამისად.

შპს “სოლვა” -მ და კომპანია “ჯი პი აი ჰოლდინგმა” ახალ პროდუქტზე მუშაობა აგვისტოს თვეში დაიწყეს და რამოდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.

დამატებითი ინფორმაცია:

პროდუქტის შეთავაზების პირველ კვირას მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა, პირველივე დღეს შპს “სოლვა” ს 100 მომხმარებელმა შეიძინა ჯი - პი - აი ჰოლდინგი” ს 100 დაზღვევა.

შპს სოლვა” წარმოადგენს “აი დი ფაინანსი” - ს ჯგუფის ნაწილს და საქრთველოში ავითარებს გრძელვადიანი სესხების პროდუქტს. შპს “სოლვა” 2016 ივლისიდან მოღვაწეობს და სთავაზობს ბაზარს სტაბილურ ფინანსურ პროდუქტს, რომელიც გადახდისუნარიან მომხმარებელს სწრაფი სამომხმარებლო სესხის მოხერხებულად, სახლიდან გაუსვლელად მიღებას და მათთვის მისაღები გრაფიკით, მცირე შენატანებით დაფარვას გულისხმობს. კომპანიის ახალი აუდიტორია საინტერესოა გადამხდელუნარიანობით და შედარებით დაბალი რისკით.

“აი დი ფაინანსი” არის სწრაფად მზარდი ფინანსური ტექნოლოგიების მქონე კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია მონაცემთა დამუშავებაში, საკრედიტო ქულის მინიჭებასა და ონლაინ დაკრედიტებაში განვითარებად და განვითარებულ ბაზრებზე. ახალი ტექნოლოგია უკეთესად აფასებს მომხმარებლების ფინანსურ შესაძლებლობებს და რისკებს.

სადაზღვევო კომპანია “ჯი პი აი ჰოლდინგისადაზღვევო ბაზრის ლიდერია. 2006 წლიდან “ჯი პი აი ჰოლდინგი” ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის, "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" წევრი გახდა. კომპანიისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი წინსვლა, არამხოლოდ ფინანსური სტაბილურობის, არამედ გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისითაც: საქართველოში პირველად მსგავსი დონისა და რეიტინგის უცხოური კომპანია ადგილობრივი კომპანიის აქციონერი გახდა.

ჯი პი აი ჰოლდინგი” ერთ-ერთი ლიდერია სხვადასხვა საფინანსო კომპანიებთან პარტნიორობის კუთხით. კომპანიის პარტნიორები არიან საქართველოს წამყვანი ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ინოვატორული მიდგობა, ადგილობრივ მოთხოვნილებაზე მორგებული უნიკალური სადაზღვევო პროდუქტები, მაღალი ხარისხის მომსახურება და მოტივირებულ თანამშრომელთა გუნდი – ეს სწორედ ის ფაქტორებია, რამაც განსაზღვრა და რაც გასაზღვრავს “ჯი პი აი ჰოლდინგი” ს წარმატებას ქართულ ბაზარზე.





გაზიარება და მოწონება