"არ მითქვამს, რომ თამარ ბაღაშვილის წინააღმდეგ ვითხოვ გამოძიების დაწყებას" - ჭკადუა
2017-10-13 11:26:01 · ამობეჭდვა

ადვოკატი ირმა ჭკაუდა აცხადებს, რომ ის ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილის არც დაკითხვას ითხოვს და არც მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას. ჭკადუა "პირველ რადიოსთან" საუბარში განმარტავს, რომ პროკურატურას ის სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის და სოსო ოხანაშვილის განცხადების- კორუფცულ გარიგებასთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყებას სთხოვს. ადვოკატის თმით,

"იქნებ მიმითითოთ როდის ვთქვი, რომ მე უშუალოდ ვითხოვ თამარ ბაღაშვილის დაკითხვას? მე მივმართე გამოძიებას და ვთქვი შემდეგი ორი რამ- დაიწყოს გამოძიება ოხანაშვილის გამონათქვამზე, ანუ კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით და მეორე - დაიწყოს გამოძიება დახურული სასამართლო სხდომის ოქმების გასაჯაროებაზე, ანუ, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობაზე- 381-ე მუხლით. მე არც ერთ შემთხვევაში არასოდეს არ მითქვია, რომ თამარ ბაღაშვილის წინააღმდეგ ვითხოვ გამოძიების დაწყებას. მე წავიკითხე ესეთი რაღაცა, რომ ადვოკატი ირმა ჭკადუა თამარ ბაღაშვილის წინააღმდეგ გამოძების დაწყებას ითხოვს. ამ დროს მე ესეთი რამ არ მითქვია. მე ვამბობ, რომ დაიწყოს გამოძიება 381-ე მუხლით და ირმა ჭკადუაა პასუხისმგებელი თუ პეტრე პეტრიაშვილი, ნებისმიერმა უნდა აგოს პასუხი იმიტომ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არის დასჯადი ქმედება ნებისმიერი ადამიანისთვის, სუბიექტი არ არის განსაზღვრული. არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაარღვევს ამ კანონს და მეორე- ადმიანი, რომელიც კორუფციაში ბრალს გდებს, ეს საკითხი შეისწავლოს გამოძიებამ.

რომელიმე შემთხვევაში მე ვთქვი,რომ ჟურნალისტმა წყარო უნდა დაასახელოს? ისევე, როგორც არც ადვოკატი, არც ჟურნალისტი არ არის ვალდებული დაასახელოს წყარო, მაგრამ მე ამ წყაროს დასახელებაზე არ ვლაპარაკობ და საკითხს ასე არ ვსვამ. მე ვამბობ, რომ გამოძიება დაიწყოს 381-ით, ამაში არის განსხვავება. იქ მე დამიბარებენ თუ პეტრეს, ეს არავინ არ იცის. დაიბარებენ იმას, ვინც კანონი დაარღვია და არც თამარ ბაღაშვილს, არც არც ერთ ჟურნალისტს წყაროს არ ვეკითხები და არც არავის არ აინტერესებს ეს. არ ვითხოვ ბაღაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას, ვითხოვ 381-ით და ვითხოვ ოხანაშვილის განცხადებაზე გამოძიების დაწყებას",- განუცხადა "პირველ რადიოს" ჭკადუამ.

რაც შეეხება, მთავარ პროკურატურას. საგამოძიებო ორგანოში ამ დროისთვის არ კეთდება განცხადება დაიწყება თუ არა ახალი გამოძიება - "კონკრეტიკას ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ციანიდის საქმეზე მასალების გასაჯაროების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება უკვე მიმდინარეობს" განუცხადეს საგამოძიები უწყებაში "პირველ რადიოს".





გაზიარება და მოწონება