"ეს ქალი არის ბანდერშა და კრიმინალების მამაშა"- ნიკა გვარამია ირმა ჭკადუაზე
2017-10-13 09:30:14 · ამობეჭდვა

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, საპროკურორო საბჭოს წევრი, ადვოკატი ირმა ჭკადუას მიერ, "კურიერის" ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ბაღაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაწყებას ეხება.

განცხადებას ნიკა გვარამია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

"ეს ქალი არის ბანდერშა და კრიმინალების მამაშა. სრულიად სტერილურია, როგორც იურისტი და მისი ერთადერთი დანიშნულებაა კორუფციული შუამავლობა პროკურატურასა და კლიენტებს შორის, რაც საპროცესო გარიგებით მთავრდება. აი, ესაა ირმა ჭკადუა და წავიდეს და მიჩივლოს ახლა,"-წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭოს წევრი, ადვოკატი ირმა ჭკადუა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის თამარ ბაღაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თხოვნით მიმართავს.

"რამდენიმე საათის წინ დამიკავშირდა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, რომელმაც დახურული სასამართლო სხდომიდან, კონკრეტულად სოსო ოხანაშვილის ჩვენებიდან გარკვეული ნაწყვეტები მითხრა. პრაქტიკულად მან თქვა, რომ თურმე სოსო ოხანაშვილი "ციანიდის საქმეზე" დაკითხვისას ბრალს მდებდა, რომ რაღაც კორუფციულ სქემებში ვიყავი გარეული საპატრიარქოში. ისინი ამასთან დაკავშირებით ამზადებენ სიუჟეტს.

მე მივმართავ პროკურატურას და ის საჯარო განცხადება, საფუძველი უნდა გახდეს გამოძიების დაწყების.

და გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით, რაც ნიშნავს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობას. იცოდა რა ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა, რომ ის მე მესაუბრებოდა დახურული სასამართლოს სხდომის ოქმიდან და მისი გავრცელება არის კანონით აკრძალული,"-აცხადებს ჭკადუა.





გაზიარება და მოწონება