ავტოსაგზაო შემთხვევა ჩხოროწყუ-მუხურის გზაზე - გარდაცვლილია ერთი ადამიანი
2017-10-13 09:18:23 · ამობეჭდვა

ავტოსაგზაო შემთხვევას ჩხოროწყუში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ჩხოროწყუ-მუხურის გზაზე, ლეგახარიეს მონაკვეთზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მოსრიალდა, ბორდიურს შეეჯახა და ხრამში გადავარდა.

შემთხვევისას მანქანაში ძმები იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი ჩხოროწყუს საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განმარტებით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.





გაზიარება და მოწონება