აზიური ფაროსანა - ბათუმის ყველა საბავშვო ბაღმა მუშაობა შეწყვიტა
2017-10-13 09:15:11 · ამობეჭდვა

აზიური ფაროსანას გამო, ბათუმის ყველა საბავშვო ბაღმა მუშობა შეწყვიტა. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების განმარტებით, მიზანი აღსაზრდელების უსაფრთხოების დაცვაა, რადგან დაგეგმილია ეზოების სპეციალური ხსნარებით დამუშვება. ბავშვების მიღება ბაღებმა სამ დღეში უნდა განაახლონ.

“მშობლების საყურადღებოდ! ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება აზიური ფაროსანას საბავშვო ბაღში აღმოჩენის შემდეგ ღებულობს პრევენციულ ზომებს და ბათუმის საბავშვო ბაღებში სამი სამუშაო დღით 16, 17, 18 ოქტომბერს წყვეტს სააღმზრდელო პროცესს. მწერის გასანადგურებლად შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური სპეციალური ხსნარებით დაამუშავებს და შეწამლავს საბავშვო ბაღების ეზოებს. სამი დღით სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტა აღსაზრდელების უსაფრთხოების გამო გადაწყდა” - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნატალია ზაქარეიშვილი.

ამავე მიზეზით რამდენიმე დღის წინ სააღმზრდელო პროცესი შეწყდა 23-ე საბავშვო ბაღში. როგორც მოისმინეთ, ბაღები მუშაობას 19 ოქტომბრიდან გააგრძელებენ.





გაზიარება და მოწონება