ახალი კონსტიტუცია - პარლამენტი დღეს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს
2017-10-13 09:13:17 · ამობეჭდვა

კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავს. 10 წუთით ადრე დეპუტატები ბიუროს სხდომაზე შეიკრიბებიან, საკონსტიტუციო რეფორმის ბოლო ეტაპი კი, 11:00 საათზე უნდა დაიწყოს.

საპარლამენტო უმრავლესობა გიორგი მარგველაშვილის პოზიციის გაზიარებას არ გეგმავს და ვეტოს დასაძლევად ემზადება, რისთვისაც 113 ხმის მობილიზება სჭირდება.

“პრეზიდენტმა ვერ შეათანხმა ოპოზიციასთან, შესაბამისად, მან საკუთარ ვეტოში ასახა საკითხები, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით, თუმცა ასევე ვეტოში მოცემულია ის საკითხები, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიცია აყენებს, რომ კონსენსუსი არ იქნას მიღწეული. დარწმუნებული ვარ, რომ ვეტოს დაძლევის შემდეგ, ჩვენ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც ყველა მოქალაქეს საქართველოში, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგება,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა არჩილ თალაკვაძემ.





გაზიარება და მოწონება