ვაისი 800 000 - უნდა წავიდეს თუ არა პოსტიდან ნაკრების მთავარი მწვრთნელი?
2017-10-13 00:10:24 · ამობეჭდვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს მომავალში ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ვლადიმერ ვაისთან კონტრაქტის გაგრძელბაზე მოლაპრაკებას გამართავს. სლოვაკი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 10 თამაშიდან 5 ფრედ ითამაშა და 5 წააგო. მკვეთრად უარყოფითი შედეგის მიუხედავად ფედერაცია, ისევ სლოვაკ სპეცილიასტს მოიაზრებს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად. ვლადიმერ ვაისის ხელფასი წელიწადში დაახლოებით 800 ათასი ლარია. ჩნდება შეკითხვა რატომ ენდობიან მწვრთნელს რომელლმაც ვერცერთი შეხვედრა ვერ მოიგო შესარჩევ ციკლში? ვეროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა 2018 წლის იანვარში დუბლინში ჩატარდება და სოწრედ ირლანდიაში გაირკვევა რომელ გუნდებთან იბრძოლებს ახალი ფორმატით საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრათ. აქვს თუ არა პერსპექტივა ვლადიმერ ვაისთან ერთად საქართველოს ნაკრებს და უნდა დატოვოს თუ არა მან პოსტი? - ამ საკითხზე პირველი რადიო სპორტული ჟურნალისტები კომენეტარი თხოვა

სანდრო ცნობილაძე: „დიდი ალბათობით უნდა გაათავისუფლონ. ცხრილს თუ ჩავხედავთ შესარჩევი ციკლის და მოგებების რაოდენობას, მიხვდება ყველა რატომ უნდა გაათავისუფლონ“.

კობა ინასარიძე: „უნდა გათავისუფლდეს. მარტივი ლოგიკაა. ნაკრების მწვრთნელი, რომელი 10-დან ვერც ერთ თამაშს ვერ მოიგებს, ის უნდა წავიდეს“.





გაზიარება და მოწონება