დოლიძის პოლიტიკური კუთვნილება და პორტირებული ,,ნაციონალები"-კამათი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე(ვიდეო)
2017-10-12 21:06:55 · ამობეჭდვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საპრეზიდენტო ვეტოს და მოტივირებული შენიშვნების განხილვას კამატი მოჰყვა.
უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას აკრიტიკებს და უარყოფენ, რომ კონსტიტუცია ერთპარტიულია.
,,სამარცხვინოდ გაკვირვებული ვარ თქვენი გამოსვლით, ოპოზიციურ პარტიაში ხომ არ ხართ გაწევრიანებული?" - მიმართა კომიტეტის სხდომაზე ანრი ოხანაშვილმა ანა დოლიძეს.
მისი თქმით, ანა დოლიძეს ალბათ, რომელიმე ოპოზიციაურ პარტიაში იხილავს, რადგანაც ფაქტია,რომ ის ოპოზიციურად განწყობილია.
,,გიხილავთ ალბათ,რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში თუ უკვე არ ხართ გაწევრიანებული"-მიმართა ოხანაშვილმა.
პრეზიდნეტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ვრცლად უპასუხა.
მისი თქმით,ის არასოდეს ყოფილა პოლიტიკური პარტიის წევრი და მისი მიზანი არასოდეს ყოფილა პარლამენტში სიის ბოლო ნომრად შესულიყო.
,,ბატონო ანრი, არასოდეს ვყოფილვარ, რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი...არასოდეს გავმხდარვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, რომ ბოლო ნომრად შევსულიყავი საქართველოს პარლამენტში.
ჩემი პოლიტიკური ბიოგრაფიის შესახებ შეგიძლია ჰკითხოთ ქალბატონ ეკა ბესელიას,რომელთან ერთადაც ვიცავდი ახლანდელ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ან თქვენს კოლეგებს რომლებიც პორტირებული არიან ნაციონალური მოძრაობიდან,"- უპასუხა დოლიძემ ანრი ოხანაშვილს.





გაზიარება და მოწონება