შეწყალების კომისია და ,,კორუფციული" გარიგებები? - კაკაბაძე, ბესელია, ჭკადუა - რა ჩვენება მისცა ოხანაშვილმა?
2017-10-12 20:32:33 · ამობეჭდვა

ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით,ერთ-ერთმა ტელევიზიამ შესაძლოა,ციანიდის საქმეზე დაკითხული სოსო ოხანაშვილის სასამართლოზე მიცემული ჩვენების ის ნაწილი გამოაქვეყნოს,სადაც პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი მისი უფლებადამცველი ნანა კაკაბაძის და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შესახებ საუბრობს. თემა კი მათი შეწყალების კომისიასთანკორუფციულ გარიგებაში დადანაშაულებას ეხება. ირმა ჭკადუა მთავარ პროკურატურას მიმართავს დაიწყოს გამოძიება,რადგან ჟურნალისტს და მედია საშუალებას აქვს ინფორმაცია, დახურულის სხდომის ოქმში არსებულ ინფორმაციაზე. ადვოკატი აცხადებს,რომ აღნიშნულ ინფორმაციაზე მედიასაშუალებას წვდომა არ უნდა ჰქონოდა დამისივე თქმით, ოხანაშვილი ნაციონალურ მოზრაობასთანა რის დაკავშირებული და ოხანაშვილი ყველაფერს აკეთებს მისი დისკრედიტაციისთვის, რადგან მან იგი პატრიარქის საწინააღმდეგო ქმედებებში ამხილა. ეს განცხადებები ჭკადუამ ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში გააკეთა. ოხანაშვილის კანდალური ჩვენების კიდევ ერთმა ფიგურანტმა ნანა კაკაბაძემ ასევე მოიტხოვა გამოძიების დაწყება,მისივე თქმით, უნდა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკიტხი, ვინც დახურული სხდომის დეტალები და მატ შორის ეს სიცრუე კანონის უხეში დარღვევით საჯარო გახადა. ეს კომენტარი ნანა კაკაბაძემ პრაიმტაიმთან ინტერვიუში გააკეთა. რაც შეეხება დეკანოზ მამალაძის ადვოკატს, ის აცხადებს,რომ მისთვის უცნობია,რაიმე ახალი ცანაწერის გასაჯაროვების შესახებ ინფორმაცია. მისი თქმით, ჭკადუას და კაკაბაძის მოთხოვნა დაიწყოს გამოძიება უსაფუძვლოა,რადგან გამოძიება ამ საქმეზეისედაც დაწყებულია.





გაზიარება და მოწონება