აბაშიშვილი შესაძლოა პარლამენტში, პრეზიდენტის ოთახში არ შეუშვან
2017-10-12 17:26:18 · ამობეჭდვა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმღვანელი გიორგი აბაშიშვილი შესაძლოა პარლამენტში, პრეზიდენტის სამუშაო ოთახში არ შეუშვან. ამის შესახებ აბაშიშვილმა თავად განაცხადა. მისი თქმით, მას პარლამენტის აპარატიდან შეატყობინეს, რომ ხვალ პრეზიდენტის ადმინისტრაციას პარლამენტში მდებარე პრეზიდენტის სამუშაო ოთახში ვერ შეუშვებენ:

"დღეს ჩემს თანამშრომლებს დაურეკეს საქართველოს პარლამენტის აპარატიდან და უთხრეს, რომ ჩვენ არ შეგვიშვებენ პრეზიდენტის სამუშაო ოთახში. მე ვნახე კონსტიტუციის მოქმედი რედაქციაც და პროექტიც. არსად არ წერია, რომ პრეზიდენტს უფლება არ აქვს საკუთარი ადმინისტრაციის უფროსი, საკუთარი მაღალი თანამდებობის პირები არ შეუშვას საკუთარ სამუშაო ოთახში. შესაბამისად, მე იმედი მაქვს, რომ გაიგებრობასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში და ეს საკითხი მოგვარდება" განაცხადა აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მრჩევლები და უშიშროების საბჭო ხვალ ქუთაისში გეგმავს ჩასვლას, სადაც რიგგარეშე სხდომა იმართება. სხდომაზე საკონსტიტუციო რეფორმაზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა უნდა მოხდეს





გაზიარება და მოწონება