შოთაძის მოადგილე დეკანოზს პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებას სთხოვდა - ახალი სკანდალი (ვიდეო)
2017-10-12 15:39:57 · ამობეჭდვა

"მიუხედავად იმისა, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება მქონდა წაყენებული, მთხოვდნენ რომ მეღიარებინა პატრიარქის მკვლელობის მომზადება"- აცხადებს დეკანოზი გიორგი მამალაძე.

მამალაძემ "ნანუკას შოუში" სატელეფონო ჩართვისას მისი დაკავების დეტალბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დანაშაულის აღიარებას მისგან პირადად მთავარი პროკუროპრის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე ითხოვდა:

"ეს იყო გენ პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე და ის პროკურორები და გამომძიებლები, რომლებიც ჩემთან შემოდიოდნენ, მე არ ვიცი რომელი დეპარტამენტია, რომლებმაც გამიტაცეს აეროპორტიდან. ხუთი პიროვნება იყო, ხუთიდან ერთ ერთი მთხოვდა ყოველივე ამას" განაცხადა დეკანოზმა.

დეკანოზის განცხადებით, იყო მისი კომპრომიტირების მცდლობაც ე.წ. ფარული ჩანაწერების გზით:

"ჩემი მეშვეობით მათ სურვილი ჰქონდათ სხვა ადამიანების- მეუფე დიმიტრის, სოსო ოხანაშვილის და სხვა ადამიანების ამ მოგონილ საქმეში, თითქოსდა თანამონაწილეობა, რაც ვერ მიიღეს" განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ გადაცემა "ნანუკას შოუში"





გაზიარება და მოწონება