მოქალაქეობის მინიჭება - პრეზიდენტის პასუხი წულუკიანს
2017-10-12 15:26:54 · ამობეჭდვა

იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ მოქალაქეობის მინიჭების განცხადებას პრეზიდენტი ბოლო კვირების განმავლობაში ხელს აღარ აწერს, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციაში გამოეხმაურნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის თქმით, აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივის მიხედვით, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების პროცესი გამჭვირვალე გახდება.

"იუსტიციის სამინისტროსგან წერილი მივიღეთ, სადაც საუბარია, რომ საჯაროობით გადადგმული ნაბიჯებით პრეზიდენტი, ვციტირებ, „უხეშად არღვევს კანონს და ამის შემდგომ იუსტიციის სამინისტროს სააგენტო მოკლებული იქნება ყოველგვარ შესაძლებლობას გავლენა იქონიოს გადაწყვეტილებებზე, რაც დაკავშირებულია მოქალაქეობის მინიჭებასთან.“ საუბარია იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლება. დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამართულ ბრიფინგზე ეს ყველაფერი გააჟღერა და პრეზიდენტის პოლიტიკურ კრიტიკაში გადათარგმნა. როგორც წერილში ნათქვამია, გავლენის შესუსტებით შექმნილ დისკომფორტს, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების პროცესი აუცილებლად გახდება გამჭვირვალე და მასში საზოგადოების წარმომადგენლები ჩაერთვებიან,“- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





გაზიარება და მოწონება