გაუსხვისებელი მიწის გასხვისებას სჭირდება 34 ხმა, გადაწყვეტილება კი 29 ხმით მიიღეს - "ევროპული საქართველო" პროკურატურას მიმართავს
2017-10-12 15:19:06 · ამობეჭდვა

„ევროპული საქართველო“ პროკურატურას მიმართავს და ორი დღის წინ საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლას მოითხოვს. "ევროპულ საქართველოში" განმარტავენ, რომ პუშკინის სკვერთან მუნიციპალური მიწის გასხვისებას სულ მცირე საკრებულოს 34 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა 2 დღის წინ გადაწყვეტილება მხოლოდ 29 დეპუტატმა მიიღო.

„პროკურატურას მივმართავთ კიდევ ერთი უკანონობის და დანაშაულის შესახებ, რომელიც ამ პროცესში იყო დაშვებული კერძოდ, პუშკინის გასხვისების დროს, დაირღვა გასხვისების წესი. იმიტომ, რომ გაუსხვისებელი მიწის გასხვისებას სჭირდება 34 ხმა, რომელიც მათ არ ჰქონდათ, მხოლოდ 29 ხმით იყო მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის კონკრეტული დანაშაული, ამის საფუძველზე პირველ რიგში უნდა დაიწყოს გამოძიება და მეორე, რეესტრს არ აქვს უფლება დაარეგისტრიროს ეს გასხვისების აქტი და ეს პროცესი უნდა შეჩერდეს,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





გაზიარება და მოწონება