"გორგიას" გენერალური დირექტორის გატაცება იგეგმებოდა - სპეცოპერაცია თბილისში
2017-10-12 15:08:44 · ამობეჭდვა

გავრცელებული ინფორმაციით, წყნეთის გზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირები ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის გია გორგოშაძის გატაცებას გეგმავდნენ. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია გორგოშაძეს, "გორგიაში" კი აცხადებენ, რომ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია არ აქვთ. ჰიპერმარკეტის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, "მსფგავის ფაქტი არ ფიქსირდება". ინფორმაციას არ ფლობს არც გორგიას კომერციული დირექტორი.

წყნეთის გზატკეცილზე სპეცოპერტაცია გასულ ღამეს ჩატარდა. შსს-მ ოთხი ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა ისინი დანაშაულის მომზადების პროცესში აიყვანეს.

ინფორმაცია სრულად





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე