ონისე გერგედევამ კონსერვატორიიდან რუსეთის დროშა ჩამოხსნა
2017-10-07 18:26:29 · ამობეჭდვა

ონისე გერგედევამ, რომელსაც საზოგადოება ანტისაოკუპაციო აქტივობით იცნობს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობაზე აღმართული რუსეთის სახელმწიფო დროშა ჩამოხსნა, რომელიც იქ სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად ფრიალებდა.

"ეს არის სახელმწიფოს სირცხვილი - რომ დედაქალაქის ცენტრში, სახელმწიფო შენობაზე, ოკუპანტების დროშა ფრიალებს!", - განაცხადა ონისე გერგედავამ, რომელმაც ანტისაოკუპაციო მოძრაობის სახელით ჩამ,ოხსნილი რუსეთის სახელმწიფო დროშა იქვე დახია.

შეგახსენებთ, კონსერვატორიის შენობაზე რუსეთის დროშის დაკიდება კონსერვატორიის რექტორატში საერთაშორისო კონკურსით ახსნეს, რომელიც 1-დან 11 ოქტომბრამდე ტარდება და სადაც რუსეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.





გაზიარება და მოწონება