„ვერანაირი კრიტერიუმით წელსაც ვერ მოვხვდი თბილისობაზე“ - ნინო ჩხეიძე
2017-10-05 00:13:26 · ამობეჭდვა

წელსაც ველოდი,რომ დამირეკავდნენ და შემომთავაზებდნენ, მაგრამ არ ყოფილა არანაირი შემოთავაზება.მაინტერესებს, მაგრამ არ ვიცი არანაირი მიზეზი,ისე როგორც წინა წლებში არ ვიცოდი-ამბობს მომღერალი ნინო ჩხეიძე პირველ რადიოსთან საუბრისას.

მისი თქმით,არ ფიქრობს,რომ მისი დაბლოკვა პოლიტიკური მოტივით მოხდა, რადგან ამბობს, რომ კონცერტში მონაწილეობას იღებს ბევრი ისეთი მომღერალი,რომელსაც განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება აქვს.

,,ნაკლებად მივაწერდი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მგონია,რომ ეს არის თვითონ იმ ადამიანის გადაწყვეტილება ვინც აკეთებს ამ კონცერტს. იმდენად ბევრი მომღერალი იღებს მონაწილეობას, პოლიტიკურს გამოვრიცხავდი, ბევრი ჩემი კოლეგაა,რომელსაც შესაძლოა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება აქვს, აქედან გამომდინარე კიდევ უფრო გაუგებარია რატომ არ ვიღებ მონაწილეობას წლევანდელ თბილისობაზე. სულ ვმუშაობ და სულ მაქვს ახალი სიმღერები. სულ ვაკონტროლებ რეიტინგს, სულ აქტიური ვარ, რაც თბილისობას შეეხება თბილისზეც მაქვს უამრავი სიმღერა. თვითონ რუსა მორჩილაძის სიმღერა მაქვს ქალაქური, რომელიც ძალიან პოპულარულია, მაგრამ ვერანაირი კრიტერიუმით წელსაც ვერ მოვხვდი თბილისობაზე და ჩემთვის ცოტა გასაკვირია ეს ამბავი“-ამბობს ნინო ჩხეიძე ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ რომ თბილისობა წელს 7-8 ოქტომბერს გაიმარტბა - მომღერალი ნინო ჩხეიძე წინა წლების მზგავსად ვერც წლევანდელი თბილისობის გალა კონცერტის მონაწილეთა შორის მოხვდა.





გაზიარება და მოწონება