2017-09-26 18:11:38
,,მათ აღარ აქვთ სხვა ძალა, გარდა იმისა, რომ გაიქცნენ და შექმნან შოუ"-წულუკიანი ენმ-ს პროტესტზე

იუსტიციის მინისტრმა ოპოზიციური პარტიების ის წარმომადგენლები გააკრიტიკა, რომლებმაც პარლამენტში მიმდინარე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.  მისივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს სხვა ძალა , გარდა გაქცევისა და შოუს მოწყობისა. 

„მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მიკროფონებში მეტი დამაჯერებლობისთვის ბევრს ყვიროდა, მაგრამ მათ არ ჰქონდათ რეალური არგუმენტები, როდესაც ნახეს ვენეციის კომისიის დასკვნა; როდესაც ნახეს, რომ რეალურად ეს კონსტიტუცია ყველა ინსტიტუტს აძლიერებს და ქვეყანა კარგ, პროგრესულ მომავალზე არის ორიენტირებული. მათ როგორც სჩვევიათ, დატოვეს, გაიქცნენ. ისინი გარბიან დარბაზებიდან. ისინი, ასევე, გაიქცნენ უწყებათაშორისი კომისიის სხდომიდან, იმიტომ, რომ მათ აღარ აქვთ სხვა ძალა, გარდა იმისა, რომ გაიქცნენ და შექმნან შოუ. მთავარი ეს არ არის, მთავარი არის მომავალი; ამ კონსტიტუციის პირობებში კი ის არის დაბალანსებული საპარლამენტო მოდელი, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და ადამიანის უფლებები, მაღალი ხარისხით დაცული“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. 

ამავე თემაზე