"გავალთ 3 მილიონზე... ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ცეცხლის ჩაქრობის პროცესში, პრემიას მიიღებს"
2017-09-13 17:13:42 · ამობეჭდვა

ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ყველა ადამიანი, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა, პრემიას მიიღებს.

„ეს დამოკიდებულია კონკრეტულ უწყებაზე - რომელიღაც უწყებამ უკვე გამოწერა უწყისი, რომელიღაც დღეს გამოწერს და რომელიღაც - ხვალ. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი პროცესი. უწყებების მიხედვით, ჯამურად ვფიქრობ, რომ გავალთ 3 მილიონზე ან შესაძლოა, ცოტა მეტზე გავიდეთ, მაგრამ ეს იქნება დამოკიდებული უწყებებზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ცეცხლის ჩაქრობის პროცესში, პრემიას მიიღებს. ყველა უწყებამ მოახდინა აღრიცხვა იმ ადამიანების, ვინც იქ იყო, შესაბამისად, გაიცემა პრემიები და ეს ადამიანურად აუცილებლად დაუფასდებათ. თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ადამიანურად იმის აღიარება, რაც ყველამ ერთად ვაღიარეთ, რომ მეხანძრე-მაშველი არის გმირი“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





გაზიარება და მოწონება