,,სექტემბერი არის მათი ბოლო შანსი, რომ არ გადადგან ნაბიჯი ავტორიტარიზმისკენ"
2017-09-13 16:21:21 · ამობეჭდვა

მმართველი პოლიტიკური გუნდის გადარჩენის ერთადერთი შანსი არის კონსესუსი-მათ არ უნდა გადადგან ნაბიჯი ავტორიტარიზმისკენ, - ამის შესახებ ,,ტვ პირველის“ ეთერში კონსტიტუციაზე საუბრისას პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარემ გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ,,სექტემბერი არის მათი ბოლო შანსი“ და ეს შანსი შეუძლიათ გამოყენონ. ,,ჩვენ ვდგამთ პირველ ნაბიჯს კონსესუსისკენ. პრეზიდენტის გუნდი იქნებოდა თუ პოლიტიკური პარტიები დარწმუნებული ვარ უკეთეს კონსტიტუციას დავწერდით, ვიდრე ის ვერსიაა, რომელიც მეორე მოსმენითაა შეტანილი... მზად ვართ, ეს რაც არის მეორე მოსმენით ამაზე ვისაუბროთ მაგრამი საკითხები შევცვალოთ, რაზეც მთელი პოლიტიკური სპექტრი არის შეთანხმებული. არსებობს მთელი რიგი საკითხები ,რომლებზეც პოლიტიკური სპექტრი მმართველი გუნდის გარდა შეთანხებულია- ესაა საარჩევნო სისტემა, პრეზიდნეტის არჩევის წესი, ეს არის საკითხები რაზეც ყველა თანხმდება“- ამბობს აბაშიშვილი.







გაზიარება და მოწონება