,,სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადირების საფუძველი არ არსებობს" - უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე
2017-09-13 16:04:39 · ამობეჭდვა

საქართველოში სააკაშვილის ექსტრადირება მანამდე არ მოხდება სანამ მის მიმართ არსებული საქმეების გამოძიება არ დასრულდება-ამის შესახებ განცხადება უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დენის ჩერნიევმა გააკეთა. მისივე თქმით, სააკაშვილის გაძევების საფუძველია არ არსებობს,რადგან გამამტყუვნებელი განაჩენი არ დამდგარა. ,,უკრაინაში არაფერი მომხდარა სააკაშვილის მიერ საზღვრის გადმოლახვის გარდა ის დოკუმენტებირომელიც ჩვენთან მოვდა გენ პროკურატურიდან სააკაშვილთან დაკავშირებით მეტყველებს იმაზე,რომ სააკაშვილთან დაკავშირებით საქმეები განიხილება. ეს არ არის მორიგი ეტაპი ექსტრადირების ცატარებისთვის, ამ ეტაპში იუსტიციის სამინისტროს მონაწილეობას არ იღებს“-აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოაგილე. მისივე თქმით, სააკაშვილს აქვს უფლება სასამართლოში მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი გაასაჩივროს.





გაზიარება და მოწონება