აფხაზეთში დაწყებულ სამხედრო წვრთნებს აღვიქვამთ როგორც საფრთხეს-იზორია
2017-09-13 15:55:16 · ამობეჭდვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აფხაზეთში დაწყებულ სამხედრო წვრთნებს საერთაშორისო ნორმების დარღვევად აფასებს და საფრთხედ აღიქვამს.

"ყველა ტიპის აქტივობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანუ ჩვენს ტერიტორიებზე, განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით, არის ანტიკონსტიტუციური და უკანონო და აქვს საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაცრი კრიტიკა. ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც საფრთხეს და ვამბობთ, რომ ეს არის მორიგი დარღვევა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების",- განაცხადა იზორიამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ტაქტიკური წვრთნები მიმდინარეობს.





გაზიარება და მოწონება