ბიზნესმენებს სურთ წყნარი ცხოვრების მრავალი წლით გაგრძელება - ლილუაშვილი შემოწირულობებზე
2017-09-13 15:49:35 · ამობეჭდვა

უმრავლესობის დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ წინა მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბიზნეს ობიექტები "ქართულ ოცნებას" ნებაყოფილობით აფინანსებენ.

”კომპანიების მხრიდან ლოიალურობა გამოხატულია მმართველი პარტიის და არსებული მთავრობის მიმართ. ვისაც ფული და ბიზნესი აქვთ, ის არ არის ჩაყენებული დისკრიმინაციულ რეჟიმში, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს იყო. ისინი შემოწირულობას იძულებით არ გასცემენ. მათ სურთ წყნარი ცხოვრების მრავალი წლით გაგრძელება და სწორედ ამით არის გამოხატული ინტერესი ”ქართული ოცნების” მიმართ”, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.





გაზიარება და მოწონება