2017-09-13 15:44:30
პრემია ბორჯომის გამგებელს ხანძრის ჩაქრობისთვის - გამგეობის ჯამური პრემია 10 150 ლარი

აგვისტოში ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამგეობის რამდენიმე თანამშრომელი ფულად ჯილდოს მიიღებენ. 

ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის 7 სექტემბრის ბრძანებაშია ნათქვამი. დოკუმენტის ფოტოები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა. 

დოკუმენტის თანახმად, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის გამგეობის 11 მოხელეზე პრემიის სახით ჯამში 10 150 ლარი გამოიყო. აქედან, ყველაზე მეტი 1 250 ლარი გამგებლის, მისი პირველი მოადგილისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის სახელზეა გამოწერილი.

წყარო: bpn.ge

ამავე თემაზე