ან გაგების უნარი აქვთ დაკარგული ან შეგნებულად მიდიან პროვოკაციებზე...რომელი პარტიის საქმეს აკეთებენ, ჩაეკითხონ თავის თავს - სუბარი "ქართულ მარშზე"
2017-09-13 15:10:44 · ამობეჭდვა

დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი „ქართულ მარშს“ ეხმაურება და აცხადებს, რომ მის მონაწილეებს ან „გაგების უნარი აქვთ დაკარგული ან შეგნებულად მიდიან პროვოკაციებზე“.

„ის თემა, რაზეც გუშინ ისინი აქციას აწყობდნენ, ორ რაღაცაზე მეტყველებს: ან ამ ადამიანებს არ შეუძლიათ გაგება იმ ელემენტარული კანონის ფორმულირების, რომელზეც არის საუბარი, გაგების უნარი აქვთ დაკარგული ან კარგად ესმით, მაგრამ შეგნებულად მიდიან პროვოკაციებზე. შესაბამისად, ისინი ვის საქმეს აკეთებენ - რომელი პარტიის ან საქართველოს რომელი მეგობრის - თვითონ ჩაეკითხონ თავის თავს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.







გაზიარება და მოწონება