2017-09-13 14:50:25
"ჩნდება ეჭვი, რომ გარკვეული თანხები აქვთ არალეგალურად გადამალული" - სუბარი პარტიებზე
დევნილთა მინისტრი მიიჩნევს, რომ როცა ესა თუ ის პარტია დღედაღამე დადის, აგიტაციებს ატარებს და აღმოჩნდება, რომ შემოწირულობა არ აქვს, ჩნდება ეჭვი, რომ მათ გარკვეული თანხები არალეგალურად აქვთ გადამალული.
“თუ ვინმეს გონია, რომ საქართველოში არჩევნებში მონაწილე 300 თუ 700 პარტია 400 ათას ლარად დადის და ეწევა აგიტაციას, ეს არის ტყუილი. ზოგადად ჯობია, რომ ყველა პარტიას დეკლარირებული ჰქონდეს თავისი შემოსავალი. „ქართულ ოცნებას“ ყველა შემოსავალი აქვს დეკლარირებული. შესაბამისად, კითხვები უნდა იყოს იმ პარტიებთან, რომლებიც დადიან რეგიონებში, დღედაღამე ატარებენ აგიტაციებს და თურმე შემოწირულობა არ აქვთ. ცხადია, ამ შემთხვევაში ჩნდება ეჭვი, რომ მათ გარკვეული თანხები აქვთ არალეგალურად გადამალული, რაც ძალიან ცუდია. რაც შეეხება კონკრეტულ პირებს, რომელთა შემოსავლებზე გაჩნდა ეჭვები, ცხადია, მათ პასუხი უნდა გასცენ აუდიტის სამსახურს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
კვირის ვიდეოები