,,სააკაშვილი ევროპის სასამართლომდე ჩავა და მის საქმეს გამონაკლისის სახით განიხილავენ"
2017-09-13 14:33:23 · ამობეჭდვა


კურტ ვოლკერი, ტრამპის წარმომადგენელის უკრაინის საკითხებში განცხადებაზე, რომ პოროშენკომ სააკაშვილს უნდა მისცეს საშუალება მისი უფლებები დაიცვას სასამართლოში კომენტარს აკეთებს პოლიტოლოგი , სოციოლოგი ვიქტორ ნებეჟენკო. მის თქმით, ვოლკერის განცხადება ნიშნავს,იმას,რომ აშშ ში თვლიან რომ ნებისმიერი პოლიტიკური სისხლისსამართლებრივი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ სასამართლოში და ვოლკერი პოროშენკოს სთხოვს სასამართლო სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას სააკაშვილთან კონფლიქტის განხილვისას.
პოლიტოლოგის თქმით, პოროშენკოს არ სურს,რომ სასამართლომ მოქალაქობის ჩამორთმევასთან დაავშირებით სააკშვილის სარჩელი განიხილოს.
,,აშშ-ს პოზიცია ძალიან სწორია, ხომ არ შეიძლება რომ სახელმწიფოს მეთაურმა ვინმეს წაართვას უფლება,რომ მისი გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს რაღა თქმა უნდა კიევის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება 15 წუთში შეუძლია, შეუძლია თქვას, როგორი კარგი პრეზიდენტი გვყავს. ყველასთვის მისახვედრი იქნება, რომ კორუმპირებული მოსამართლეები ზემოდან ნებისმიერ მითითებას ასრულებენ, მაგრამ აუცილებელი იქნება მათი გადაწყვეტილების აღიარება მათ შორის ვოლკერი იქნება იძულებული უხეშად რომ ვთქვათ გადაყლაპოს , მაგრამ აქ საქმე არ ეხება სააკაშვილის პოლიტიკურ მხარდაჭერას, როგორც ამის კიევში ეშინიათ.
ამასთან პოროშენკოს არ სურს საქმის სასამართლომდე მისვლა. ის ხომ მას ხელისუფლების წინააღმდეგ აუცილებლად შემოუტრიალდება ძლიერი ანტისახელისუფლებო პროპაგანდით მოსამართლეებს კი ჩვენთან პოლიტიკური საქმეები არ უყვართ, ისინი ეხვეწებიან ღმერთს რომ პოლიტიკური საქმე მათთან არ მოხვდეს....
ხვალ როდესაც ხელისუფლება შეიცვლება პოროშენკო ისევე როგორც იანუკოვიჩი სასამაღტლოს მიმართავს.
სააკაშვილის უფლებების დაცვა კი ევროსასამარტლომდ ემივა და მისი საქმის განცხილვას 4 წელს არ მოანდომებენ სწრაფად განიხილავენ გამონაკლისის სახით, ეს უკრაინისთვის მძიმე იქნება -ელიტური კორუფციის გამო საერთასორისდო იმიჯი ისედაც შერყეულია და ევროპულმა ინსტიტუტებმა შეიძლება მოითხოვონ ,რომ უკრაინაში ერთხელ და სამუდამოდ ნორმალურად იმუშავონ სამართალდამცავებმა,“-აცხადებს პოლიტოლოგი.





გაზიარება და მოწონება