,,პასუხს ვაგებინებთ იმ პოლიტიკურ პოლიციელებს და მერაბიშვილის დროინდელ „ზონდერებს“
2017-09-13 13:50:56 · ამობეჭდვა

„ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, მისი თანაგუნდელის ლადო სადღობელაშვილის დაკავება უკანონოდ მოხდა:

„ეს არის პოლიტიკური პოლიცია, რაც ცუდია. პოლიციის გუშინდელმა ქმედებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილის შემდეგ ამ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა, რაც სამწუხაროა. ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელიც სადღობელაშვილს მიაყენეს, ეს არის გაუგონარი სახის დანაშაული, რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ამ საქმეს ბოლომდე ჩავყვებით. პასუხს აუცილებლად ვაგებინებთ იმ პოლიტიკურ პოლიციელებს და მერაბიშვილის დროინდელ „ზონდერებს“, რომლებმაც ეს სისაძაგლე ჩაიდინეს“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.







გაზიარება და მოწონება