რუსული წვრთნები ოკუპირებულ აფხაზეთში
2017-09-13 13:47:50 · ამობეჭდვა

ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის საოკუპციო ჯარის 49-ე არმიის სამხედრო მოსამსახურეები დღეს დილით განგაშით საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს. 49-ე არმია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სამხრეთის სამხედრო ოლქის დაქვემდებარებაშია.

განგაში სასწავლო იყო და ნაგვალოუს და ცაბალას პოლიგონებზე სამხედროებმა სამხედრო ტექნიკის შენიღბვის და საველე პირობებში დაზვერევითი სამუშაოები და სტრატეგიული ობიექტების დაცვა განახორციელეს.

საოკუპაციო ძალებმა ასევე ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის, ტყვიამფრქვევის და ავტომატის სროლაში ივარჯიშეს.





გაზიარება და მოწონება