ფირცხალავას მეუღლესა და შვილს სასამართლოში კითხავენ
2017-09-13 12:37:19 · ამობეჭდვა

ე,წ, კორტების სპეცოპაერაციის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ირაკლი ფირცხალავას მეუღლეს ნინო ხვიტიას და მის შვილს ირინა ფირცხალავას დღეს სასამართლოში კითხავენ.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით ჩვენება სასამართლოს გუშინ მისცა. ირაკლი ფირცხალავას მეუღლემ, დაკითხვა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ნინო ხვიტიამ სასამართლოში ის ვიდეო და აუდიო მასალა წარადგინა, რომელზეც მისი ინფორმაციით, მთავარ მოწმესთან საუბარია ასახული.

ირაკლი ფირცხალავას მეუღლის განცხადებით, კობა გოგატიშვილი ამ ჩანაწერებში მთავარი პროკურორის მოადგილეს ზეწოლასა და ლიკვიდაციის მუქარაში სდებს ბრალს.





გაზიარება და მოწონება