ქუცნაშვილის რესტორნები და მეჭიაურის კაპოტი-"თანამშრომლებს 50-50 ლარს ზევიდან აგროვებინებს" (ვიდეო)
2017-09-13 12:43:40 · ამობეჭდვა

ყოფილი თანაგუნდელები ზაქარია ქუცნაშვილი და თამაზ მეჭიაური ერთმანეთს უპირსპირდებიან. ქუცნაშვილს, რომელიც ამჟამად თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატია, ყოფილი თანაგუნდელი საბიუჯეტო თანხების ხარჯვაში ადანაშაულებს. თამაზ მეჭიაური ამჟამად თაიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. მან დაპირირსპირების შესახებ "ფეისბუქზე" დაწერა, ხოლო ტელეკომპანია "მაესტრომ" სიუჟეტი მოამზადა, სადაც სატელეფონო კომენტარი გააკეთა ზაქარია ქუცნაშვიმა და მეჭიაურის ბრალდებებს არასერიოზული უწოდა:

"ერთ "პურისმჭამელ" კაცს ამომრჩევლებთან შეხვედრაზე უთქვამს, კაპოტზე მოქეიფე ხალხის დრო აღარააო...
აბა ვისი დროა, თავისივე ქეიფის ფულს ბიუჯეტიდან საკუთარ რესტორნებში,(დეპუტატობის დროს დათრეულ), რომ არიცხვინებს? თანაც, თანამშრომლებს 50-50 ლარს ზევიდან რომ ააგროვებინებს და ქეშად გამოართმევს, დაგვაკლდაო?
საბავშვო ბაღებს ასეულობით ათას ლარს რომ მოპარავს, თუ ყველა ოჯახის წევრს რომ გააბიზნესმენებს და უმოკლეს დროში მილიონერებად აქცევს?
პ.ს. უფრო მსხვილ თემებს მოგვიანებით მოგაწვდით.." წერს თამაზ მეჭიაური







გაზიარება და მოწონება