"პუტინის ვენდეტა" კლინტონზე და "ტროას ცხენი" ტრამპი
2017-09-13 12:28:16 · ამობეჭდვა

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, რუსეთის პრეზიდენტს მის წინააღმდეგ "პერსონალურ ვენდეტაში" ადანაშაულებს. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ჰილარი კლინტონმა არჩევნებთან დაკავშირებით, მის წიგნში - "რა მოხდა" წერს.

პუტინს - წერს კლინტონი, "ჩემს წინააღმდეგ პირადი ვენდეტა აქვს და აშშ-სთან დაკავშირებით ღრმა მიუღებლობა". ყოფილი სახელმწიფო მდივნის აზრით, ამ ყველაფერმა რუსეთის პრეზიდენტი მიიყვანა "ფარულ მასობრივ შეტევამდე" ამერიკულ დემოკრატიაზე, რომელიც "ჩვენ ცხვირწინ მოხდა". გარდა ამისა, კლინტონი წერს, რომ პუტინი პატივს არ სცემს ქალებს და იმათ, ვინც მას გზაზე ეღობება. შესაბამისად, როგორც კლინტონი წერს, ის მისთვის ორმაგი პრობლემა იყო.

"ტრამპი შესანიშნავი ტროას ცხენი იყო აშშ-სთვის და პუტინისთვის" წერს კლინტონი. მისივე თქმით, არავინ ისე თვას ბედნიერად არ თვლის ტრამპის გამარჯვებით, როგორც პუტინი.







გაზიარება და მოწონება