ევროკავშირის პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში შექმნილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების უნიკალურ მოდელს სახელმწიფო გადაიბარებს
2017-09-13 10:09:33 · ამობეჭდვა

2017 წლის 13 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო ,,იოტაში’’ ევროკავშირის პროექტის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება’’ ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხების გენერალური დირექტორმა ქრისტიან დენიელსონმა ღონიძიება გახსნა.

ოთხ სამიზნე რეგიონში პროექტის საბოლოო შედეგები განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორმა, ლია კილაძემ წარმოადგინა და ორი წლის განმავლობაში რეგიონებში არსებული გამოწვევების, დაძლეული და დასაძლევი ბარიერების შესახებ ისაუბრა. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ზაზა სოფრომაძე სიტყვით წარსდგა აუდიტორიის წინაშე და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ სპეციალურად შემუშავებული უნიკალური დასაქმების მოდელის მდგრადობაზე ისაუბრა, რომელსაც პროექტის დასრულების შემდგომ სახელმწიფო ოფიციალურად გადაიბარებს.

ასევე სიტყვით წარსდგნენ პროექტის ფარგლებში დასაქმებულები თემო არაბიძე და მირიან გოგებაშივილი.

ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში გამოცხადებული ჟურნალისტთა კონკურის საუკეთესო რადიონამუშევრის ნომინაციაში გამარჯვებული კონკურსანტი, 2017 წლის საუკეთესო დამსაქმებლები და წლის მხარდამჭერი დაჯილდოვდნენ. აგრეთვე შედგა პროექტის ფარგლებში შექმნილი ფილმის პრემიერა.

სტუმრის სტატუსით ღინისძიებას სამთავრობო სტრუქტურების და ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენლები, ევროკავშირის დელეგატები საქართველოში, დამსაქმებლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ესწრებოდნენ.

ღონისძება ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ტრენინგების და დასაქმების გზით. პროექტი ასევე ემსახურება პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნეს სექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმანციის შემცირებას და აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას.

პროექტი ხორციელდება 2015 წლის 1 სექტემბრიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 377,981 ევროს (982,750 ექ. ლარში). პროექტის მიზანია შშმ პირთა პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა.

პროექტი ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების, თელავის განათლების განვითარების და დასაქმების და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტი „ოტავა 98“ პარტნიორობით.







გაზიარება და მოწონება