ხელისუფლებას ჭანჭიკი ცხვირში მოხვდება - პოროშენკო=იანუკოვიჩს
2017-09-13 00:16:19 · ამობეჭდვა

უკრაინის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის განცხადებით,სააკაშვილის მცდელობა გაასაჩივროს მოქალაქეობის ჩამორთმევა სასამართლოში დიდი ალბათობით წარუმატებლად დასრულდება საყვარელიძე ამბობს,რომ სასამართლოს მოგების შანსი მცირეა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა კანონის ყველა ნორმა დაეცვა იმისთვის,რომ ის ქვეყანაში შემოსულიყო. საყვარელიძის თქმით, სააკაშვილი საკუთარი ინტერესების დაცვას ცდილობდა, თუმცა ხელისუფლებისგან მიიღო, ცირკი , ტიტუშკები, ,,დანაღმული საზღვარი",მატარებლისა და მომხრეების დაპატიმრება.

მისივე თქმით,პოროშენკოს ყველა ქმედება დანაშაულებრივია და ის იანუკოვიჩისგან არაფრით განსხვავდება.

,,ხელისუფლება აგრძელებს ჭანჭიკების მოჭერას მანამ სანამ ერთ-ერთი ჭანჭიკი მას ცხვირში არ მოხვდება და ამით დამთავრდება მათი დროებითი წარუმატებელი მმართველობა. თქვენ ძალიან კარგად იცით რიტი მთავრდება უკრაინაში ხელისუფლების მიერ ჭანჭიკების მოჭერა. სამწუხაროდ ვხედავთ იმას,რაც იყო იანუკოვიჩის დროს."-ამბობს საყვარელიძე.





გაზიარება და მოწონება