სააკაშვილი: "ჩავალ კიევში"
2017-09-12 12:12:19 · ამობეჭდვა

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმის გამო რომ მას არ აქვს უკრაინაში თავისუფლად გადაადგილების საშუალება, ის ვერ სარგებლობს თავისი დანაზოგით. მიხელ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, მისი გეგმები არ შეიცვლება და ის შემოივლის უკრაინის რეგიონებს, ჩავა ყველა ქალაქში

„დღეს გავემგზავრები უკრაინის რამდენიმე რეგიონში. ვაპირებ შევაგროვო ხალხის მოთხოვნები. მას შემდეგ რაც დავუბრუნებ ხალხს ოლიგარქების მიერ მიტაცებულ ქონებას გავემგზავრები სოფლებში და ხალხთან ერთად ჩავალ კიევში რათა ეს მოთხოვნები წარვუდგინო უკრაინის ხელისუფლებას. არ გამაჩნია პირადი კონფლიქტი პრეზიდენტ პოროშენკოსთან. არ ვაფასებ პრემიერ გროისმანს და ის ჩემი დამსახურებით არის პრემიერი. იმიტომ, რომ სწორად მოვიქეცი როდესაც მოხსნეს თანამდებობიდან იაცენუკი და შემდეგ ის დანიშნეს. ამ ადამიანებს დაავიწყდათ რომ ჩემი დამსახურებით სხედან ამ სავარძლებში და ითხოვენ ჩემს დაპატიმრებას. არანაირი კონფლიქტი გროისმანთან არ გამაჩნია , ასევე არ გამაჩნია კონფლიქტი ავაკოვთან, მაგრამ გამაჩნია კონფლიქტი ამ სისტემასთან. ამიტომ მოვაგროვებ ყველა ამ ფაქტს და ხალხთან ერთად მივალ და შევქმნი ხელისუფლების შეცვლის ლეგალურ მექანიზმს. გზაზე შეუძლიათ დამკითხონ, შეუძლიათ შემაფერხონ, მაგრამ არ მეშინია,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფება. „უკვე ვერაფერი გამაჩერებს. ის პირები რომლებიც ცდილობენ, რომ მოახდინონ ჩემი იზოლირება, მათ ექნებათ შესაძლებლობა ჩემთან შეხვედრის. აუცილებლად ჩავალ კიევში უახლოეს დღეებში ან კვირეების განმავლობაში. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია,“-აცხადებს სააკაშვილი.





გაზიარება და მოწონება