2017-08-29 16:46:45
ცხინვალში რუსული ეკლესია ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება - ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპისკოპოსი ცხინვალში იმყოფება

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპისკოპოსი, მეუფე ლეონიდი იმყოფება. ლეონიდი საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელს ანატოლი ბიბილოვს შეხვდა. ეპისკოპისისა და ე.წ. პრეზიდენტის შეხვედრაზე, განხილულ იქნა რუსეთის საპატრიარქოს ეკლესიის მშენებლობის მიმიდნარეობის საკითხი. ეკლესიის მშენებლობა ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება. ბიბილოვმა ეპისკოპოს ლეონიდეს მადლობა გადაუხადა "იმ ღვწლისთვის, რაც მან ეკლესიის მშენებლობისთვის გაიღო". თავის მხრივ, რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეკლესიის მშენებლბაში იღებს მონაწილეობას.

"ტაძარი 58-ე არმიასთან იარსებებს. ტაძარში ივლიან რუსი სამხედრო მოსამსახუერეები, მესაზღვრეები და საელჩოს თანამშრომლები. ტაძრის კარი რაღა თქმა უნდა ღია იქნება სამხრეთ ოსეთის ყველა მაცხოვრებლისთვის." განაცხადა ეპისკოპოსმა ლეონიდემ ბიბილოვთან შეხვედრისას.

რუსეთის საპატრიარქოს ეკლესიის მშენებლობა ოკუპირებულ ცხინვალში 2016 წელს დაიწყო.

ამავე თემაზე