2017-07-27 18:23:54
საქართველოს ხელისუფლების პოროშენკოსთან შეხვედრის ერთადერთი მიზანი იყო სააკაშვილის პოლიტიკური დევნა

მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ბიბილაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, ივანიშვილი, უკრაინელ ოლიგარქთან ერთად ასრულებს პუტინის პოლიტიკურ დავალებებს.

“უკვე ყველასათვის აშკარაა, რომ სახეზეა გარიგება ორ ოლიგარქს შორის, გარიგება რომლის მიზნები სრულ თანხვედრაშია ქართველი და უკრაინელი ხალხის საერთო მტრის, რუსეთის მიზნებთან. იმედი გვქონდა, რომ 5 წლის თავზე მაინც, საქართველოს ხელისუფლება შეძლებდა და გადააბიჯებდა იმ ვიწრო პარტიულ ბოღმას, რომელიც მას ჰქონდა და სახელმწიფოებრივად მიუდგებოდა მეგობარ უკრაინასთან ურთიერთობას. სამწუხაროდ ამის ნაცვლად დღეს აშკარაა, რომ ის ერთადერთი მიზანი და მიზეზი, რომელიც მას ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას იყო სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა. აშკარაა, რომ ივანიშვილის რეჟიმი ახლა უკვე უკრაინელ ოლიგარქთან ერთად ასრულებს პუტინის პოლიტიკურ დავალებებს. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის და დემოკრატიული, პროდასავლური ოპოზიციის დევნა საქართველოში,“ - განაცხადა ბიბილაშვილმა.  

ამავე თემაზე