2013-08-21 11:51:30
ვის არ აწყობს ყაზბეგი-ჰესის მშენებლობა და რა ინტერესები დგას მწვანე ალტერნატივის მოთხოვნის უკან?

 

ჰესების მშენებლობის თემა კვლავ აქტუალური და პრობლემატური ხდება.

 

მაშინ, როდესაც საქართველოს 2-3 წელიწადში ელექტროენერგიის ახალი რესურსი დასჭირდება და ახალი ჰესების მშენებლობა აუცილებელია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის, გარემოს დაცვითი ორგანიზაციები მათ  მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

 

განსაკუთრებული დავა გრძელდება „ყაზბეგი ჰესის“  მშენებლობაზე.

 

შპს "გამა კონსალტინგმა" ყაზბეგის რაიონში მდინარე ბროლისწყალზე „ყაზბეგი ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში  სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან ერთად წარმოადგინა. წარმოდგენილი ანგარიშის დროს დეტალურად განიხილეს პროექტის განხორციელების ყველა ეტაპი და ასპექტი, განსაკუთრებით  ის კრიტიკული თემები, რომლებსაც ფართო საზოგადოებრივი გამოხმაურება აქვს.

 

ექსპერტთა დასკვნაში საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისის“ დირექტორი მარიამ ქიმერიძე აღნიშნავს, რომ  შპს „ყაზბეგის“ მიერ წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანარიში არის შესრულებული მაღალპროფესიულ დონეზე, რომელიც „გამა კონსალინგმა“ მრავალრიცხოვან ექსპერტებთან ერთად მოამზადა. ნაშრომის ხარისხი ადასტურებს იმას, რომ  იგი აკმაყოფილებს გარემოს დაცვითი შეფასების მეთოდოლოგიის საყოველთაოდ აღიარებულ სტარდარტებს, შეესაბაება როგორც ადგილობრივ კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო სტანდარტებს. „ყაზბეგი ჰესის“ ანგარიში ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს.

მიუხედავად ექპერთა დადებითი შეფასებების, „მწვანე ალტერნატივა“ და სხვა მსგავსი გარემოს დაცვითი ორგანიაციები ძირითადად მოხევეების სახელით აპროტესტებენ ჰესების მშენებლობას. 

ასოციაცია მწვანე  „ალტერნატივა“ აცხადებს,  რომ ჰესის აშენება  გამოიწვევს გარემოს მდგომარეობისა და ბუნებრივი რესურსების გაუარესებას. ჰესების მშენებლობა საფრთხეს შეუქმნის ხდის ხეობას და დაკარგავს მის უნიკალურობას. განსაკუთრებული საფრთხე კი ექმნება „წითელ ნუსხაში“ შეტანილ სახეობებს.  ამიტომაც  „მწვანე ალტერნატივა“  მოითხოვს, რომ მშენებლობის  ნებართვა არ გაიცეს.

 

„პირველ რადიოს“   „მწვანე ალტრნატივის“  წარმომადგენელი ქეთი გუჯარაიძე  ესაუბრა:

_  ყაზბეგის ჰესის მშენებლობაზე რამდენი ანგარიში წარადგინეს, არცერთი არ იძლეოდა  საკმარის საფუძველს რომ  ჰესის მშენებლობა გაგრძელებულიყო.

შპს გამა-კოსტალტინგმა სრულყოფილი ანგარიში ვერ წარადგინა.

_ თუმცა ყაზბეგი ჰესის ანგარიში ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს. ამის შესახებ არ ფლობთ ინფორმაციას?

_ ნამდვილად არ ვფლობ ინფორმაციას. სექტემბერში უნდა მოხდეს დიდი საჯარო განხილვა და აი მაშინ გავარკვევთ ნამდვილად დადებითად შეაფასეს თუ არა ექსპერტებმა.

_ ქალბატონო ქეთი, ‘მწვანე ალტერნატივა რის საფუძველზე ეწინააღმდეგება ყაზბეგი  ჰესის მშენებლობას. კვლევა ჩაატარეთ?

_ არა, კვლევა არ ჩაგვიტარებია. ეს ჩვენი ფუნქცია არ არის.

_ თუ კვლევა არ ჩაგიტარებიათ რის მიხედვით ასკვნით რომ ყაზბეგი  ჰესის მშენებლობა ბუნებრივი რესურსების განადგურებას გამოიწვევს?

_ მოხევეები წინააღმდეგები არიან, რომ ჰესი აშენდეს. მე თვითონ მოხევე ვარ და ვიცი ხალხის პოზიცია.

_ მიუხედავად იმისა რომ ჰესების მშენებლობაზე მოხდება ასობით ადამიანის დასაქმება, მიუხედავად იმისა რომ მშენებლობის დასრულების შემდეგაც გაჩნდება ბევრი სამუშაო ადგილი, მიუხედავად იმისა როიმ ექნებათ საკუთარი ელექტრო ენერგია მაინც წინააღმდეგები არიან?

_ რის ხარჯზე უნდა დასაქმდნენ მოხევეები, ბუნებრივი ღირებულებების  დანგრევის და გადაგვარების ხარჯზე? ამას არცერთი მოხევე არ დათახმდება, რაც არ უნდა დასქმების პრობლემა იდგეს.

_ სხვათაშორის, ხევში იმაზეც საუბრობენ რომ გარემოსდაცვითი ორგანიზაციებს მხოლოდ თავიანთი გრანტები ანაღვლებთ და არა რეალურად ჰესების მშენებლობით მიყენებული ზიანი

_ ეს აბსურდია, ჩვენი გრანტები არაფერ შუაშია. ხალხს თვითონ არ სურს იქ ჰესი აშენდეს.

 

„პირველი რადიო“ ყაზბეგის მაცხოვრებლებს დაუკავშირდა და სიტუაციის გარკვევას შეეცადა.

 

ხვიჩა გუჯრაიძე, ყაზბეგის მოსახლე

 

_ ხევში რამდენიმე ადამიანმა დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, რომ გამოვლენილიყო რამდენი ადამიანი ეწინააღმდეგებოდა ჰესების მშენებლობას. არ დაგვიტოვებია არცერთი ოჯახი, არცერთი კომლი, არცერთი ადამიანი. ხევს ყოველთვის ძალიან უჭირდა. 2-3 თვე გასულა და ჩაბნელებული ვყოფილვართ, შუქი რა იყო არ გვახსოვდა. მაგის გარდა მატერიალურად ძალიან გვიჭირს, აქ უმეტესობა უმუშევარია. სოფლებში ხალხს სამუშაო არ აქვს. ვინ არის სულელი, ვისაც არ უნდა ლუკმა-პური იშოვოს და სამუშაო ადგილები შეიქმნას?! არავინ. ყველა მომხრეა რომ გაჩნდეს სამუშაო ადგილები. ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი არავინ არ არის. ეს მწვანე ალტერნატივა და ასეთი ორგანიზაციების სურვილია ხალხი, ჩვენ გამოგვიყენონ ამაში. არაერთხელ მივმართეტ გარემოს დაცვით ორგანიზაციებს და გავაფრთხილეთ კიდეც რომ ნუ ილაპარაკებენ ჩვენი სახელით. თუ ვინმეს თავისი ინტერესი აქვს რომ ჰესი არ აშენდეს, ეს ხალხის პრობლემა არ არის.    

 

 

 

ამავე თემაზე