2017-06-23 16:38:55
სექტემბრის ბოლომდე ევროპისა და ამერიკის ქალაქების მერებს შევხვდებით- გიორგი ვაშაძე

„სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველოს“ ლიდერი, პოლიტიკური ტურნეს ფარგლებში პოლონეთში იმყოფებოდა. გაიმართა შეხვედრები რამდენიმე ქალაქის მერთან, ვიცე-მერთან, გუბერნატორთან და სხვა მაღალი თანამდებობის პირთან.

                                  

„პოლონეთი არის მაგალითი, როგორ უნდა ვითარდებოდეს ქალაქი სწრაფად. ჩვენი პოლიტიკური შეხვედრები, სწორედ ამას ემსახურება. მივიღოთ ევროპელი ქალაქის მერებისგან ინფორმაცია, გავიზიაროთ გამოცდილება. პოლონეთში უმუშევრობა არის 2.5 პროცენტი. ახალი ქალაქის  მშენებლობში, რომელიც ქვანახშირის ძველი საბადოს ტერიტორიაზეა გაშენებული, ჩაიდო  მილიარდობით დოლარის ინვესტიცია. ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი, რომ თითოეულ ქალაქს ჰქონდეს განვითარების ხედვა. საუბრის მთავარი თემა, ქალაქების განვითარება, ინვესტივიების მოზიდვა და სამუშაო ადგილების შექმნა იყო. ადგილობრივი მერებისგან მოვისმინეთ ინფორმაცია მათ მიერ გატარებული რეფორმების შესახებ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

„პოლიტიკური პლატფორმა- ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე და პარტიის წერების ვიზიტი პოლონეთში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. პოლიტიკური ტურნეს ფარგლებში, სექტემბრის ბოლომდე, დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა, ევროპოსა და ამერიკის დიდი ქალაქების მერებთან.

 

ამავე თემაზე