2017-06-23 16:17:26
"საეკლესიო სამართლის დარღვევასთან გვაქვს საქმე" - მეუფე პეტრე დეკანოზ მამალაძი ეპიტემიაზე

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი დეკანოზ მამა გიორგი მამალაძისთვის ეპიტემიის დადება კითხვებს ბადებს. მეუფე პეტრე "ტვ პირველის" ეთერში საეკლესიო სამართლის დარღვევაზე საუბრობს:

"ჩვენ დღემდე ვისმენდით განცხადებებს, რომ მეუფე დიმიტრის უნდა გადაეწყვიტა მამა გიორგის ზიარების ან მისი უზიარებლობის საკითხი. დღეს უკვე მოვისმინეთ ახალი ვერსია, რაც კითხვის ნიშნებ ბადებს. საეკლესიო სამართლის თანახმად, თუ სასულიერო პირი არ გაურბის, არ მიემალება საეკლესიო კრებას, ან საეკლესიო სასამართლოს, ის ბრალის დამტკიდებამდე ან მის გამართლებამდე  რჩება მაზიარებელი. აქ უკვე დარღვევასთან გვაქვს საქმე საეკლესიო სამართლის." აცხადებს მეუფე პეტრე.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მეუფე იაკობისგან ზიარებაზე ეპიტემია აქვს დადებული. ამის შესახებ განცხადება პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გააკეთა. 

„გიორგი მამალაძეს ზიარებაზე ეპიტემია აქვს. მეუფე იაკობა ბრძანა, რომ იმ განცხადებების გამო, რომელიც მან გააკეთა საპატრიარქოს თანამდებობის პირების მისამართით, მეუფე იაკობმა მას დაადო ეპიტემია, რომელიც ისევ მღვდელმთავარმა უნდა მოუხსნას“, - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოკტოველმა.

ამავე თემაზე